მსუბუქი ავტომობილი მუნიციპალურ ავტობუსს შეეჯახა [ფოტო]

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისის ქუჩაზე- მსუბუქი ავტომობილი მუნიციპალურ ავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

როგორც TV4-მა გაარკვია, მსგავსი შემთხვევების დროს,  მუნიციპალური ავტობუსების შეკეთების ვალდებულება აქვს მომსახურე კომპანია შპს  “აზია სერვისს” , რომელიც არის ავტობუსის მწარმოებელი კომპანია “ოტოკარის” ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში და თბილისის გარდა, ემსახურება მუნიციპალურ ავტოსატრანსპორტი კომპანიებს.