რუსთავში, საბავშვო ბიბლიოთეკა “ნაკადულში”, ყოველწლიური კონკურსის “იკითხე და გაიმარჯვებ” დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსის ფარგლებში 12 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებსაც სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.
გაიხსნა გამარჯვებული მონაწილის სახელობის “საწიგნეთის ვარსკვლავი”. კონკურსი მიზნად ისახავს, სკოლის საწყისი საფეხურის მოსწავლეების კითხვით დაინტერესებას.