ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობას ახალი მუნიციპალური სერვისის პრეზენტაცია წარუდგინა[ვიდეო]

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობას ახალი მუნიციპალური სერვისის პრეზენტაცია წარუდგინა.

პრეზენტაციაზე, ნინო ლაცაბიძემ ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების უკვე მიმდინარე პროექტზე და უფასო ლიფტების – ,,ლიფტების ოპერირების” პროგრამაზე ისაუბრა.

რუსთავის მაღალსართულიან კორპუსებში 1200-მდე ძველი ლიფტია. ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლება ქალაქში უკვე დაწყებულია. წლის ბოლომდე, ახალი ლიფტის მონტაჟი 60-მდე ლოკაციაზე დასრულებული იქნება.

პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და მისი სრული ღირებულება 40 მილიონი ლარია.

ლიფტების ოპერირების პროგრამას, კი რომელიც ლიფტით სარგებლობას და მის ტექნიკურ უზრუნველყოფას, მოსახლეობისთვის უფასოს გახდის, რუსთავის მერია 2022 წლიდან აამოქმედებს.

პროგრამაში ჩასართავად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ ა(ა)იპ რუსთავის კორპუსს” უნდა მიმართოს.