მერმა სამასხურების უფროსებს მოქალაქეების წერილებზე დროული პასუხი დაავალა[ვიდეო]

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მერიის სამსახურებისა და აიპების ხელმძღვანელებთან კვირის მთავარი სამუშაო შეხვედრა გამართა.

ნინო ლაცაბიძემ, სამსახურების უფროსებს მოქალაქეების წერილებზე დროული პასუხის გაცემა დაავალა. როგორ ქალაქის პირველმა პირმა აღნიშნა, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მერიაში პასუხგაუცემელი ათასზე მეტი წერილი ფიქსირდება.

რუსთავის მერის თქმით, ვადები უკვე დარღვეულია და აუცილებელია, რომ ყველა მოქალაქემ წერილზე პასუხი დროულად მიიღოს.

 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსთავის მერიის ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს ევტიხ ხაჩიძე უხელმძღვანელებს.როგორც  ყოველკვირეული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, 1-ლი იანვრიდან ზედამხედველობის ბაზაზე მუნიციპალური ინსპექცია ჩამოყალიბდება.