პოლიციამ 17 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში, 17 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებულია  2001 წელს დაბადებული
ნ.თ. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანების ბრალდებით.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 დეკემბერს ნ.თ.- ს
შელაპარაკება მოუვიდა არასრულწლოვანთან – 2006 წელს დაბადებულ ლ.ს.- სთან,
რა დროსაც მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა. ლ.ს. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება
გაეწია. სამართალდამცველებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ნ.თ. თბილისში
დააკავეს.”-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლის მე-5 ნაწილის “ა”
ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის
განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.