პრემიერის ინიციატივით, გარდაბანში წინასაახალწლო ღონისძიებები გაიმართა [ვიდეო]

ქალაქ გარდაბანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, წინასაახალწლო ღონისძიებები გაიმართა. მთელი დღის მანძილზე პატარებისა და სტუმრების განწყობაზე ილუზიონისტები, ლიტერატურული თეატრის მსახიობები და სანტა ზრუნავდნენ.

მოეწყო საახალწლო სოფელი და სანტას კუთხე ბავშვებთან შესახვედრად, გაიმართა სხვადასხვა ტიპის გასართობი აქტივობები.

დღის ბოლოს ქართული ესტრადის ცნობილი სახეების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართა, ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

ადგილობრივებს დამდეგი ახალი წელი რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მიულოცეს.