“პროფესიული განათლება დასაქმებისთვის” – მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა[ვიდეო]

რუსთავის 23-ე საჯარო სკოლაში პროექტის “პროფესიული განათლება დასაქმებისთვის” ფარგლებში, მე-8-დან მე-11 კლასის მოსწავლეების მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მსმენელებს პროფესიული განათლების უპირატესობების და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ. დაგეგმილია შეხვედრები სხვა სკოლებშიც.

შემდეგ ეტაპზე, პროფესიულ სასწავლებელ „მოდუსში“ საინფორმაციო ექსკურსია მოეწყობა.

ადგილზე მშობლებისთვის კულინარიული კურსის 15 ვაუჩერი გათამაშდება. გარდა ამისა, რუსთავის სკოლებში განთავსდება საინფორმაციო დაფები, სადაც პროფესიული განათლების მიმართულებით სერვისების შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლდება.

პროექტი სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მიერ 2020 წელს გამოცხადებული “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია.