პროფესიული განათლება – რუსთავის საჯარო სკოლებში საინფორმაციო დაფების განთავსება დაიწყო[ვიდეო]

პროექტის “პროფესიული განათლება დასაქმებისთვის” ფარგლებში, რუსთავის რამდენიმე საჯარო სკოლაში საინფორმაციო დაფები განთავსდა. დაფებზე პროფესიული განათლების მიმართულებით სერვისების შესახებ ინფორმაცია იქნება დატანილი და მუდმივად განახლდება.

პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა მე-8-დან მე-11 კლასის მოსწავლეების მშობლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები. შემდეგ ეტაპზე მშობლებისთვის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსში“ საინფორმაციო ექსკურსია მოეწყობა.

პროექტი სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მიერ 2020 წელს გამოცხადებული “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია.