რამდენი ადამიანი აიცრა რუსთავში ე.წ. ბუსტერ დოზით? [ვიდეო]

რუსთავში კორონავირუსის ე.წ. ბუსტერ დოზაზე მიმართვიანობა მუნიციპალიტეტის სხვა რეგიონებთან შედარებით მაღალია.

როგორც ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში TV4-ს განუცხადეს, კოვიდვაქცინის მესამე დოზის დაშვებიდან დღემდე ქვემო ქართლში 1 064 ადამიანი აიცრა, რომელთაგან 740 ადამიანი რუსთავში აიცრა.

რაც შეეხება ეპიდვითარებას ქვემო ქართლში კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 5,8%-ია, როცა ეს რიცხვი დეკემბრის თვიდან 7%-ს შეადგენდა. ეპიდემიოლოგების ცნობით, მხარეში კოვიდსტატისტიკის მცირე კლება შეინშნება.