რას უკავშირდება ძლიერი ხმა რუსთავში

რუსთავში დაახლოებით 12:30 საათზე, მოსახლეობის ნაწილმა აფეთქების ხმა გაიგო და ბიძგი იგრძნო. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ვაზიანის პოლოგონზე მიმდინარე გეგმურ წვრთნებს უკავშირდება.

როგორც სოციალური ქსელების მომხმარებლები რუსთავის სხვადასხვა უბნიდან წერენ, აფეთქების ხმაც და ბიძგიც ძლიერი იყო.