რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსები ახალი წლის დღეებში განსხვავებული გრაფიკით იმუშავებს.
როგორც კომპანია “ინტერტრანსში” TV4-ს განუცხადეს, რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მუშაობის გრაფიკი მცირედით შეიცვლება.
კერძოდ, 31 დეკემბერს ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 22:00 საათზე, თბილისიდან კი 23:00 საათზე შესრულდება. რაც შეეხება რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით დილის საათებში გადაადგილებას, მიკროავტობუსები პირველ გასვლას ტრადიციულ დროს განახორციელებენ.
1 იანვარს, პირველი მარშრუტი რუსთავიდან დილის 08:00 საათზე შესრულდება, ღამის საათებში კი მიკროავტობუსები ჩვეულ რეჟიმში იმოძრავებენ.