კორონავირუსის დადასტურების გამო, რუსთავში მე-18 საბავშვო ბაღი დაიკეტა, – ამის შესახებ TV4-ს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ვირუსული ინფექცია პერსონალს დაუდასტურდა.
ეკა ხუციშვილის ცნობით, გარდა მე-18 საბავშვო ბაღისა, კოვიდის გამო, ამ დროისთვის დაკეტილია 37-ე საბავშვო ბაღიც.
სააღმზრდელო პროცესი შეწყდა ასევე 21-ე ბაღშიც, თუმცა საინკუბაციო – 2 კვირიანი პერიოდი უკვე გავიდა და დაწესებულებაში სასწავლო პროცესი ორშაბათიდან განახლდება.