რუსთავში აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ამ დროისთვის გაზის მიწოდება შეზღუდული აქვს ქალაქის რამდენიმე ქუჩას.
როგორც “სოკარ ჯორჯია გაზში” TV4-ს განუცხადეს, მიზეზი ავარიული დაზიანებაა და აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება 18:00 საათიდან ეტაპობრივად აღუდგებათ.
“შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ გაცნობებთ, რომ 24 დეკემბერს რუსთავის მუნიციპალიტეტში ავარიული დაზიანების გამო 14:00 საათიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა კოსტავას N 1,3,5,7,9,8,11,13 და ნიკოლაძის N3,4 ქუჩის აბონენტებს.
ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 24 დეკემბრის 18:00 საათიდან.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114″- ნათქვამია განცხადებაში.