სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი დემეტრაშვილმა რუსთაველი წარმატებული მოჭიდავეები დააჯილდოვა.
2-6 დეკემბერს, თბილისში გამართული ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობის ტურნირებზე 5-მა რუსთაველმა სპორტსმენმა საპრიზო ადგილი დაიკავა. გიორგი დემეტრაშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.