Სკოლებსა და ბაღებში ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღები ცნობილია.
Ქალაქის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ სააღმზრდელო დაწესებულებებში არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
რაც შეეხება სკოლებს, როგორც TV4-ს რუსთავის საგანმანათლებლო რესურცენტრში განუცხადეს, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და ბაღების მსგავსად, 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
Რადგან 16 იანვარი უქმე დღეა, სკოლებსა და ბაღებში სწავლა 17 იანვარს განახლდება.