2022 წლიდან რუსთავში მუნიციპალური სერვისების ახალი სტანდარტები ინერგება – სერვისების გაუმჯობესების მიზნით, რეფორმა იწყება “რუსთავსერვის ცენტრის” დასუფთავების სამსახურშიც.
რუსთავის მუნიციპალიტეტის ცნობით, დასუფთავების სერვისის რეფორმა, რუსთავის მერიამ, ტექნუკური რესურსის განახლებით დაიწყო და ახალი სპეციალური ტექნიკა- 7 ერთეული ევრო 5-ის სტანდარტის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი მანქანა შეიძინა.
დაგეგმილი სიახლეების შესახებ პრეზენტაციას გამართა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ. პრეზენტაციას ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი და ქალაქის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
განახლებული ავტოპარკი, რუსთავსერვისცენტრს საშუალებას მისცემს, ქალაქის დასუფთავება მთლიანად შიდა რესურსით განახორციელოს. რეფორმის პირველი ეტაპის შედეგი-ბიუჯეტის ნაკლები დანახარჯი და უფრო სუფთა ქალაქი იქნება. რუსთავის ქუჩები მომავალი წლიდან სველი მეთოდითაც დასუფთავდება.
როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რუსთვი იქნება პირველი ქალაქი, სადაც ნარჩენების სეპარირების პროექტის განხორციელებაც დაიწყება. პირველ ეტაპზე, ახალ რეკრეაციულ სივრცეებში, ნარჩენების სეპარირებისთვის საჭირო კონტეინერები განთავსდება.
დასუფთავების სერვისის რეფორმა ახლი ტექნიკის შეძენის გარდა, თანამშრომლებისთვის უკეთესი პირობების შექმნასაც გულისხმობს. 2022 წლიდან სამსახურის ყველა თანამშრომელი ბრენდირებული უნიფორმით იქნება აღჭურვილი და მნიშვნელოვნად გაზრდილ შრომით ანაზღაურებას მიიღებს.