რუსთავის მერმა საუკეთესო სპორტული შედეგების მქონე 12 რუსთაველი მწვრთნელი დააჯილდოვა. ქალაქის პირველმა პირმა მწვრთნელებს სიგლები გადასცა და წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
დაჯილდოვდნენ ქალაქში მოღვაწე მწვრთნელები: ნინო გოგინაშვილი, ბაჩანა ტუხაშვილი, ელიმშან ტალიბოვი , რევაზ მაღრაძე, ჯემალ იასრშვილი, ომარ მაისურაძე, ტარიელ ბლუაშვილი, ედუარდ მარდანოვი, გიორგი წივწივაძე, ზურაბ ჩიტრეკაშვილი, ბექა ბიჩინაშვილი, ვიქტორია ლებედვა.
რუსთავის მერის თქმით, სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის დაქვემდებარებაში არსებული სპორტული სექციების ყველა მწვრთნელს და იქ დასაქმებულ სხვა თანამშრომლებს შრომითი ანაზღაურება გაეზრდებათ.
გაიზრდება წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენების სტიპენდიაც. 2021 წელს ახალგაზრდა სპორტსმენების წასახალისებლად 70 000 ლარი ოყო გათვალისწინებული. 2022 წელს ეს თანხა გაორმაგდება.
ამასთან, ნინო ლაცაბიძის თქმით, ქალაქში სპორტული მიმართულების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ფედერაციებთან მჭიდრო ურთიერთობა.