რუსთავის პარკში ველობილიკები მოეწყობა[ვიდეო]

ველოსიპედით გადაადგილების სტრატეგიის დოკუმენტის  მიხედვით, რუსთავში  ველობილიკები ქალაქის შემოსასვლელიდან მეტალურგიის მიმართულებით და ცენტრალურ  პარკში უნდა მოეწყოს.

რეკრეაციულ სივრცეში ველობილიკების მოწყობის პროექტი მე-6 მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა.

ამირან ჯანჯღავას ინფორმაციით, ველოსტრატეგიის დოკუმენტი მიზნად ისახავს, რუსთავში ველო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივად გამართვას.

მისივე თქმით, დოკუმენტზე მუშაობის პროცესში  გერმანელი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ. დოკუმენტი სწორედ მათი რეკომენდაციებით მომზადდა.