რუსთავის საკრებულოს წევრი დღეს სამსახურში ველოსიპედით მივიდა [ვიდეო]

ამირან ჯანჯღავას პერფორმანსი – რუსთავის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” დღეს სამსახურში ველოსიპედით მივიდა.

ჯანჯღავას განმარტებით, პერფორმანსის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მხარდაჭერა.

საკრებულოს წევრის თქმით, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ეკო აქტივობები გაიზარდოს და  რუსთავში  ამ  მიმართულებით  ცვლილებებია საჭირო.

Ჯანჯრავამ კოლეგებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ რუსთავში ველოსტრატეგიას, რადგან ქალაქში უსფრთხო ველო ინფრასტრუქტურა შეიქმნას.