რუსთავი ბავშვთა რეგიონულ ტურნირს მასპინძლობს

25-26 დეკემბერს რუსთავი ტურნირს – “ქვემო ქართლის თასს” მასპინძლობს. ბავშვთა რეგიონული ტურნირი ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ტურნირში მხარის მუნიციპალიტეტების გუნდები მონაწილეობენ.

დღეს, რუსთავის ფოლადის სტადიონზე ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართა, ხვალ კი ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები შედგება.

ტურნირის დასრულების შემდეგ, “ქვემო ქართლის თასის” გამარჯვებულ გუნდს, ასევე, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს შესაბამისი სინჯის მედლები გადაეცემათ.

გარდა ამისა, დაწესებულია ინდივიდუალური პრიზები, რომლებითაც სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილი ლაურეატები დაჯილდოვდებიან.