“რუსთავი მოლი” გაიხსნა[ვიდეო]

“რუსთავი მოლი” გაიხსნა. სავაჭრო ცენტრი “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ “კარფურის” რეგიონულმა მენეჯერმა და რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ საზეიმოდ გახსნეს. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და ქალაქის პირველმა პირმა სიმბოლურად წითელი ლენტი გაჭრეს.

ცნობილია იმ ბრენდებისა და კვების ობიექტების ჩამონათვალი, რომლებიც  “რუსთავი მოლში” გაიხსნა და ეტაპობრივად გაიხსნება. ქალაქის სავაჭრო ცენტრში არაერთი ცნობილი ტანსაცმლის ხაზი, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ტექნიკის მაღაზია და კვების ობიექტი დაგხვდებათ:

TV4 გთავაზობთ ბრენდების ჩამონათვალს:

CAREFOURE;
LC Waikiki;
BMB Mataraci trans Georgia (TAC);
ქეი ეფ სი;
დანკინი;
​უნო შუზი;
​ფლო;
მინისო ჯორჯია;
ფარმაციული სახლი;
ისი პარი;
ზუმერ ჯორჯია;
პეპელა;
გორგია​​;
ბიბლუსი;
სუფთა სახლი;
ავტოგრაფი;
აი პლიუსი;
დონ ჟელიბონი;

Stands.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ  მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან, რომლებიც შესაძლოა ამ ჩამონათვალს დაემატოს.