2021 წელი რუსთავის სპორტისთვის მეტ-ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა. ასპარეზობა ქვეყნის საზღვრებში და გარეთ, ტურნირები და შეხვედრები – ქალაქში საპრიზო ადგილებით დაბრუნებული სპორტსმენები და შედეგები, რომლის გაუმჯობესებაზე სპორსტმენები ამ დრომდე მუშაობენ. მიზანი ყველა სახეობაში ყოველთვის ერთი იყო – საკუთარი ქალაქი ღირსეულად წარმოეჩინათ.