რუსთავში, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გიორგი აბუაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრში 2006-2008 წლებში დაბადებული 100-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი დემეტრაშვილმა I, II და III ადგილის მფლობელებს თასები, მედლები და სიგელები გადასცა.
გიორგი აბუაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია რეგიონალური ტურნირი ტრადიციულია და რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი ყოველ წელს მასპინძლობს.