რუსთავში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დასაქმებულთათვის სემინარი ჩატარდა[ვიდეო]

რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმერების ცენტრში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის სემინარი ჩატარდა.

სემინარი პროფკავშირების გაერთიანებისა და სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრას რუსთაველი ექიმები, ექთნები და სასწრაფოს დახმარების ეკიპაჟის მძღოლები ესწრებოდნენ.

სემინარიზე დასაქმებულთა შრომითი უფლებები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე იმ დარღვევებს, რომელიც დამსაქმებლების მხრიდან იკვეთება.