რუსთავში ჭაბუა ამირეჯიბის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების ორგანიზებით, ქართველი მწერლის, XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, ჭაბუა ამირეჯიბის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გამომსვლელებმა ჭაბუა ამირეჯიბის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის ფარგლებში, მერაბ რატიშვილის წიგნის “დაკარგული ფურცლების” პრეზენტაცია გაიმართა.

ჭაბუა ამირეჯიბის მიძღვნილი ღონისძიება რამდენიმე ქალაქში უკვე გაიმართა.