რუსთავში 4 სკოლა დაიკეტა

კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, რუსთავში 4 სკოლა დაიკეტა.

დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე მე-8 და 26-ე საჯარო სკოლები გადავიდა.

როგორც რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ როგორც მოსწავლეებს, ისე პედაგოგებს.

გარდა ამისა, კოვიდის გამო დაკეტილია 1-ლი და 24-ე საჯარო სკოლები.

თამარ ხეჩიკაშვილის ცნობით, 1-ლი სკოლა დასწრებული ფორმატით სწავლებას ორ დღეში, 24-ე კი ერთი კვირის შემდეგ განაახლებს.

ქალაქის მასშტაბით, ამ დროისთვის დისტანციურ სწავლებაზე გადასულია 80-მდე ცალკეული კლასი.

როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრში ამბობენ, გასული კვირის კორონავირუსი დაახლოებით 50 მოსწავლესა და 10-მდე პედაგოგს დაუდასტურდა.