როდესაც ადამიანი რეგისტრირდება Georgia e-health-ზე, მას ეს აპლიკაცია შეუძლია გამოიყენოს ევროკავშირს პლუს 25 ქვეყანაში, სადაც ეს ერთიანი სისტემა მოქმედებს, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ძალაშია და მოქმედებს იუსტიციის სახლში დაბეჭდილი „კოვიდ-19“-ის ბარათი, რომელიც ანაცვლებს Georgia e-health აპლიკაციას და ეს არის მისი ბეჭდვით ფორმა.
„კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ – ქვეყანაში არის ორი აპლიკაცია, რომელთაც სხვადასხვა დანიშნულება აქვთ. პირველი აპლიკაცია არის Georgia e-health და როგორც ცნობილია, ეს აპლიკაცია დაერთებულია ევროკავშირის ერთიან სივრცეზე. როდესაც ადამიანი რეგისტრირდება Georgia e-health-ზე, მას ეს აპლიკაცია შეუძლია გამოიყენოს ევროკავშირს პლუს 25 ქვეყანაში, სადაც ეს ერთიანი სისტემა მოქმედებს. ცხადია, Georgia e-health მოქმედებს საქართველოში და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ეს აპლიკაცია დაყენებული აქვს, ის ამას ჩვეულებრივად იყენებს თავისი მწვანე სტატუსის გადასამოწმებლად და დასადასტურებლად.
ასევე ცხადია, ძალაშია და მოქმედებს იუსტიციის სახლში დაბეჭდილი „კოვიდ-19“-ის ბარათი, რომელიც თავისთავად ანაცვლებს Georgia e-health აპლიკაციას და ეს არის მისი ბეჭდვით ფორმა“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
როგორც საოპერაციო შტაბის უფროსმა აღნიშნა, CovidPass Georgia გამოიყენება მხოლოდ საქართველოში.
„რაც შეეხება CovidPass Georgia-ს, ის გამოიყენება მხოლოდ საქართველოში და არის ორი დანიშნულების – პირველი დანიშნულება მას აქვს ის, რომ ჩვენ ჩვენი სტატუსი გადავამოწმოთ და ვნახოთ, მეორეა ჩაშენებული სკანერი, რომლითაც აპლიკაცია ახდენს ადამიანის მწვანე სტატუსის იდენტიფიკაციას. რა შეეხება რეგისტრაციას, რეგისტრაცია არის ძალიან მარტივი, სულ რამდენიმე პუნქტისგან შედგება. ცხადია არის ხარვეზები, იყო პრობლემები, რომელიც სწორდება. “, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.









