რუსთავის მე- 7 მოწვევის საკრებულოს სხდომა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების გარეშე განახლდა.
ახალი მოწვევის საკრებულოში ენმ-ს დეპუტატბი სხდომაზე არ შევიდნენ. ისინი მერიასთან არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ პარტია „გახარია- საქართველოსთვის“ მათთან კონსულტაციებს არ გაივლის საკრებულოს სხდომას აღარ შეურთდებიან.
როგორც ენმ-ს დეპუტატები ამბობენ, თუ პარტია „საქართველოსთვის“ მათთან მოლაპარაკებებს არ მოისურვებს, გამოჩნდება როგორია გიორგი გახარიას პარტიის რეალური ხედვები.
“გახარია-საქართველოსთვის” დეპუტატები კონსულტაციებს არ აპირებენ და აცხადებენ, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გეგმავენ ინდივიდუალურად მოლაპარაკებას.
საკრებულოში კენჭისყრის პროცედურა გრძელდება. დრებითი კომისიის თავმჯდომარის, ამირან ჯანჯღავას განცხადებით, საკრებულოს აპარატიდან აცნობეს ენმ-ს წევრებს, რომ იწყებოდა კენჭისყრის პროცედურა, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა, სხდომაში არ მიიღეს მონაწილეობა.
ამ წუთებში საკრებულოში პირველი სხდომა ენმ-ს დეპუტატების გარეშე გრძელდება. პროცედურის თანახმად, წარმომადგენლობითმა ორგანომ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები უნდა აირჩონ.