თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ტერიტორიულ რეზერვს კიდევ ერთი ბატალიონი შეემატა.
მე-20 კადრირებული ბრიგადის 204-ე ბატალიონი პირველად ჩამოყალიბდა და ქვემო ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა. ბატალიონების რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი პალდოს საწვრთნელ ბაზაზე დადეს. ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის მერებიც დაესწრნენ.
რეზერვისტების დისლოკაციის ადგილი მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“ იქნება. მომზადების კურსის მთავარი ამოცანა რეზერვისტისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლაა. რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია.
„საქართვლოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 204-ე ბატალიონი პირველად ჩამოყალიბდა და ქვემო ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა. მოხარული ვარ, რომ 204-ე ბატალიონის რეზერვისტებში 5 ბოლნისელია, მათ შორის კი ერთი გოგონაა. რეზერვისტებს ვულოცავ ფიცის მიღებას და მადლობას ვუხდი ჩვენი ქვეყანის სამსახურისთვის. აქტიური რეზერვის პროგრამა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ის სამოქალაქო პირებს საშუალებას აძლევს სამხედრო გადამზადება და ცოდნა მიიღონ, ამ პროგრამით სარგებლობა სტუდენტებსაც შეუძლიათ, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ კი მათ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ. ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებ აქტიურად ჩაერთონ ამ პროგრამაში, გახდნენ რეზერვისტები და ემსახურონ საქართველოს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.