საქართველოში კორონავირუსის 3 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 222 ფაქტი ქვემო ქართლში დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 014 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 40 პაციენტი.
ამასთან, მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 54 482 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 510, „პისიარ“-ტესტით – 21 972.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,25%, ბოლო 14 დღის – 8,66%, ბოლო შვიდი დღის – 8,33%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 861 883 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 801 864 გამოჯანმრთელდა, 12 298 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 224 629 აცრა, დღიურად აცრილია 11 889.