სკოლებში არდადეგების დაწყების თარიღი შეიცვალა

სკოლებში ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღი შეიცვალა, – ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბრის ნაცვლად, 29 დეკემბერს დაიწყება. მოსწავლეებისთვის სწავლის ბოლო დღე 28 დეკემბერი – სამშაბათი იქნება.

უწყების განმარტებით, ბრძანებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხელი გუშინ მოაწერა. ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება და 17 იანვარს დასრულდება. არდადეგების გახანგრძლივების მიზეზი განათლების სამინისტროს არ განუმარტავს.