სკოლებში კოვიდვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია

ბოლო კვირის მონაცემების თანახმად, სკოლებში კოვიდვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია, შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებლების 0.5%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.2%-ს დაუდასტურდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით თანდათან იკლებს დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვიც. ბოლო კვირის განმავლობაში დისტანციურ სწავლებაზე იმყოფებოდა 81 სკოლა, 379 ცალკეული კლასი და რისკის ჯგუფის 89 მასწავლებელი.

ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71.9%.