ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, პროექტები ხორციელდება. სოფელ მუშევანში, სოფლამდე მისასვლელი ბეტონის გზის მოწყობის მესამე ეტაპი მიმდინარეობს.
900 გრძივი მეტრის ბეტონის გზის მოწყობის პროექტს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროეტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 426 000 ლარს შეადგენს.