უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 დეკემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.0789 ლარი ეღირება, ევრო – 3.4853 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.1285 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0774 ლარი ღირდა, ევრო – 3.4888 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.1262 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 28 დეკემბერს ამოქმედდება.