ქვემო ქართლის კოვიდკლინიკებში მობილიზებული საწოლების 50 % თავისუფალია

ქვემო ქართლის კოვიდკლინიკებში მობილიზებული საწოლების 50 % თავისუფალია. ამის შესახებ TV4-ს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულ სამსახურში განუცხადეს.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის კოორდინატორის, თეა ბაკაშვილის თქმით, ამ ეტაპზე რეგიონში კოვიდის მიმართულებით მდგომარეობა სტაბილურია. მისივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებელს აღემატება. 

ქვემო ქართლში, კოვიდპაციენტებისთვის  600-მდე საწოლია მობილიზებული.