ქვემო ქართლში ეპიდვითარება შედარებით დასტაბილურდა

ქვემო ქართლში ეპიდვითარება სტაბილურია. როგორც ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრში TV4-ს განუცხადეს, წინა კვირებთან შედარებით ეპიდემიოლოგიური ვითარების კლება შეინიშნება.

კვირის განმავლობაში მხარეში კოვიდვირუსის 555 დადებითი შემთხვევა აღირიცხა, ჩატარდა 14 924 ტესტი, დადებითობის მაჩვენებელი 3,7%/

კოვიდვაქცინის ერთი დოზით რეგიონში 81864 ადამიანია აცრილი, სრულად ვაქცინირებულია 67 194 პირი. ე.წ. ბუსტერ დოზა ქვემო ქართლში 1705-მა ადამიანმა გაიკეთა.

როგორც ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, დაბალია რეგიონში სამიზნე აუდიტორიის ვაქცინაციის მაჩვენებელი და 33,6%-ს შეადგენს, რუსთავში ეს მაჩვენებელი 54.4 %-ია.

>60 წლის ზემოთ ასაკის ქვემო ქართლში  აცრილია კვირაში 1 234, სულ 21 638, რაც სამიზნე აუდიტორიის 28%-ს შეადგენს.