ქვემო ქართლში კორონავირუსი 200-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 4 588 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში კოვიდვირუსის 215 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 255 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,49%, ბოლო 14 დღის – 7,64%, ბოლო 7 დღის – 7,15%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 894 801 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 840 985 გამოჯანმრთელდა, 12 826 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 324 131 აცრა, დღიურად აცრილია 10 948.