საქართველოში კორონავირუსის 1 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 3 234 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 63 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში კოვიდვირუსის 130 შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 855 ტესტი,კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,88%, ბოლო 14 დღის – 8,56%, ბოლო 7 დღის – 8,13%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 867 071 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 809 830 გამოჯანმრთელდა, 12 407 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 238 070 აცრა, დღიურად აცრილია 2 674.