ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საკეისრო კვეთის დროს 19 წლის ორსული გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, ღამის საათებში მოხდა.
გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. პაციენტი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდიდან შეიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.