ყალბი ფულის გასაღების ფაქტი ქვემო ქართლში

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა,  რომელთაგანაც ერთზე გამოცხადებულია ძებნა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯგუფურად გაასაღეს 1 900 აშშ დოლარის ოდენობის 38 ცალი ყალბი 50 დოლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.”-ნათქვამია ინფორმაციაში.