“შენი ხმა ქალაქს”- რუსთავში განთავსებული საფოსტო ყუთები საკრებულოს წევრმა, ამირან ჯანჯღავამ გახსნა და წაიკითხა ის წერილები, სადაც მოქალაქეები სხვადასხვა ინიციატივებზე საუბრობენ.
საკრებულოს წევრის თქმით, წინადადებებს სოციალურ ქსელში გაავრცელებს და მათი განხორციელების მიზნით, მერიას წარუდგენს.
შეგახსენებთ, საფოსტო ყუთები, ქალაქში სამ ლოკაციაზე: შარტავას, მეგობრობისა და კოსტავას ქუჩებზე ერთი თვის წინ ამირან ჯანჯღავას ინიციატივით, განათავსეს. თითოეულ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი ინიციატივისა და იდეის საფოსტო ყუთებში განთავსება და ამ გზით მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოსთვის მიმართვა.