18 დეკემბერს, 15:00 საათზე, რუსთავის ცენტრალურ პარკში რუსთავის მერიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, პროექტი “ეკო მეგობრული რუსთავი” გაიმართება.
პროექტის ფარგლებში პარკში ელექტრო სკუტერების გამოფენა მოეწყობა და ასევე გაიმართება ახალგაზრდა მხატვრების მიერ საკუთარი შემოქმედების დემონსტრირება ეკო მეგობრულ თემატიკაზე.
სკუტერების ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიები საუკეთესო მოდელებს წარადგენენ და კონსულტაციას გაუწევენ დამსწრე საზოგადოებას სკუტერების მოხმარების წესების შესახებ.
ღონისძიების სტუმრებს შეეძლებათ სკუტერების გაცნობის გარდა დაათვალიერონ არტისტების ნამუშევრები, დაისვენონ სპეციალურად მოწყობილ ზონაში, მოუსმინონ მუსიკას, გადაიღონ სურათები და გაატარონ სასიამოვნო დრო.
“თუ ფლობთ ელექტრო სკუტერს, გვესტუმრეთ თქვენი სკუტერით და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება. თუ არ ფლობთ სკუტერს, მაინც გვესტუმრეთ და გაეცანით ეკო-მეგობრულ სატრანსპორტო ალტერნატივას.”-ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაიაში.
სკუტერების ფედერაციის ორგანიზებით, მსგავსი გამოფენები ჩატარდა მზიურის და დედაენის პარკში.