წინასწარი კვლევა – როგორ არის შესაძლებელი „ომიკრონის“ შტამის განეიტრალება

კვლევების წინასწარი მონაცემებით, „ფაიზერის“ ვაქცინის სამი დოზა კორონავირუსის „ომიკრონის“ ვარიანტს ანეიტრალებს და მის წინააღმდეგ  25-ჯერ მეტ ანტისხეულს გამოიმუშავებს, ვიდრე ორი დოზით აცრის შემთხვევაში ხდება.

კომპანია „BioNTech” განცხადებით,  „ომიკრონის“ ვარიანტში ვირუსის მუტაცია 100–დან 20%–ს შეადგენს იმ ვარიანტებთან შედარებით, რომლის წინააღმდეგ „ფაიზერით“ აცრა მაღალეფექტურია.

კომპანიის ცნობით, ადამიანებს, რომლებიც „ფაიზერის“ ორი დოზით ვაქცინირებულები არიან, „ომიკრონის“ წინააღმდეგ იმუნიტეტი მდგრადი ექნებათ.,  სამი დოზით აცრის შემთხვევაში კი  დაცვა უფრო ეფექტური იქნება.

მათივე თქმით, კომპანია ახალ მუტაციებთან ადაპტირებულ ვაქცინას, სავარაუდოდ, 2022 წლის მარტის თვისთვის შექმნის, რომელიც ადამიანს ვირუსთან საბრძოლველად უფრო მყარ და ხანგრძლივ იმუნიტეტს გამოუმუშავებს.

კომპანია „BioNTech“ – ის აღმასრულებელი დირექტორის, უგურ შაჰინის რეკომენდაციით, კარგი იქნება თუ ქვეყნები მეორე და მესამე (ბუსტერ) დოზებით აცრებს შორის დროის პერიოდს შეამცირებენ.

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის სწორი გზა გავრცელებად „ომიკრონის“ ვარიანტთან საბრძოლველად, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე“, – აღნიშნა უგურ შაჰინმა.