რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის აღსრულება – რუსთავის მერიაში ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით შეხვედრა იმართება.
“თქვენი დახმარების, თქვენი ჩართულობის, თქვენი პასუხისმგებლობის გარეშე არის შეუძლებელი. სამოქალაქო სექტორმა ყველაფერი გააკეთა, საპარლამენტო გუნდმა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ კანონი მიღებულიყო და აღსრულების ნაწილში ვართ გაჩერებულები ერთი და იგივე ადგილზე, გავიდა ვადებიც და ამ ვადებს არ მოყვა კონკრეტული შედეგები, ჩვენ თუ კიდევ დაგვჭირდება სამუშო შეხვედრები მზად ვარ და დღესაც მინდა, კიდევ დეტალურად მოვისმინო და ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია”- მიმართა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ საწარმოს ხელმძღვანელ პირებს შეხვედრაზე.
შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და რუსთავში არსებული საწარმოების წარმომადგენლები ესწრებიან.









