Სად შეძლებთ კოვიდტესტის გაკეთებას საახალწლო დღეებში -TV4 იმ დაწესებულებებს დაუკავშირდა, სადაც ტესტირება სისტემატურად ტარდება და უქმე დღეებშიც ჩატარდება.
1-ელ იანვარს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს რუსთავის N1 დიაგნოსტიკური ცენტრი და შესაძლებელი იქნება სწრაფი ტესტის ჩატარება.
2 იანვარს კი პირველი პოლიკლინიკა დაკეტილი იქნება.N2 დიაგნოსტიკური ცენტრი კი პირიქით, 1-ელ იანვარს არ იმუშავებს და 2-ში ბედობას, ჩვეულ რეჟიმში შეძლებთ ტესტის გაკეთებას.
Უქმე დღეებში კოვიდტესტზე შეგიძლიათ რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოსაც მიმართოთ. Ტესტის ჩატარება ქალაქის მასშტაბით შესაძლებელი იქნება კერძო ლაბორატორიების ნაწილშიც.