ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე შოთა რეხვიაშვილის მოადგილე, გიორგი დოხტურიშვილი წარადგინეს.
მხარის ახალი პირველი პირი მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს წარუდინა.
გიორგი დოხტურიშვილი რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დაინიშნა.

ჩვენი ინფორმაციით, შოთა რეხვიაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროში გააგრძელებს საქმიანობას. რეხვიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად 2018 წელს წარადგინეს.
