რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთზე ტრაილერი 70 წლამდე კაცს დაეჯახა, რომელიც ე.წ. ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა. მომხდარის შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
შემთხვევის გამო, რუსთავი-თბილისის ცენტრალურ გზაზე მიმოსვლა შეჩერებული იყო.









