საქართველოში კორონავირუსის 3 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ახალი შემთხვევებიდან 175 ქვემო ქართლში დაფიქსირდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 890 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.
ვებგვერდ stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 585 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,48%, ბოლო 14 დღის – 7,46%, ბოლო შვიდი დღის – 6,96%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 898 079 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 844 875 გამოჯანმრთელდა, 12 879 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 336 951 აცრა, დღიურად აცრილია 10 981.