კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
კომპანიის ცნობით, 13 დეკემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მუღანლო, სართიჭალა, ახალსოფელი, სამგორი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, ფარცხისი, ჩხიკვთა, შავსაყდარი, წინწყარო, მაწევანი, ორბეთი, ღოუბანი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, ამბაროვკა, ღვინის ქარხანა და მიმდებარე სოფლებში.
“ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









