“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, 15 დეკემბერს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ქეშალო, აზიზქენდი, თაზაქენდი, ალგეთი, თაზაკენდი, გაჯისაქენდ, ლეჟბადინი და მიმდებარე სოფელბში;
11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში ვარკეთილის მეურნეობა, პატარა ლილო, დიდი ლილო და მიმდებარე ტერიტორიაზე;
11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფელ დაბა კაზრეთში;
12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში თოდრიას, მესხიშვილის, ლესელიძის, ლეონიძის, მელიქიშვილის, შიო-არაგვისპირელის, ქუჩიშვილის, სტამბულის ბაზრის და მიმდებარე ქუჩებზე;
16:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კუმისი, ქვემო თელეთი, წყალმშენის დაჩები, წალასყური და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.